|
2019-10-15 11:33:05, 1124 ნახვა
საზოგადოება
A-კატეგორიის ტაქსის მძღოლები, მერიისგან სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერებს მიიღებენ
პირველი ნოემბრიდან, A-კატეგორიის ტაქსის მძღოლები თბილისის მერიისგან ქიმიური წმენდის ვაუჩერებს უსასყიდლოდ მიღებენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ის მძღოლები, რომლებიც ვაუჭერს გამოიყენებენ, დამატებით ავტომობილის მოსავლელი საშუალებების შესაძენად 20%-იან ფასდაკლების ბარათებს მიიღებენ. ამასთან, კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ტაქსების შიდა მოწესრიგებულობაზე მკაცრი კონტროლი დაწესდება. "ყველა ის ტაქსის მძღოლი, რომელიც ისარგებლებს ქიმიური წმენდის ვაუჩერით, აქვე მინდა ვთქვა, რომ მათ არაფერი ექნებათ გადასახდელი, უბრალოდ უნდა მობრძანდნენ, დამატებით გადაეცემათ "ვიანორის" 20%-იანი ფადაკლების ბარათები. ეს კომპანია ყიდის სხვადასხვა საშუალებებს, რომლებიც შესაძლოა ტაქსის მძღოლებს მანქანიის მოვლისთვის დასჭირდეთ. ეს ხდება იმისთვის, რომ ავტომობილები იყოს სუფთა და მოწესრიგებული, აგრეთვე იმისთვის, რომ მგზავრი დარჩეს კმაყოფილი. ეს ხარჯები ტაქსის მძღოლებზე არ აისახება და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ დაიხარჯება. ჩვენ მოგაწვდით სმს-ის მეშვეობით ყველა იმ სერვის-ცენტრის მისამართს, სადაც პირდაპირ შეგეძლებათ მისვლა და A-კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შეეძლებათ პირდაპირ იქ მივიდნენ", - განაცხადა კახა კალაძემ. კახა კალაძემ ტაქსების რაოდენობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამჟამად დედაქალაქში A კატეგორიის 9000-მდე ტაქსი მოძრაობს და ეს რიცხვი მზარდია.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)