|
2026-08-16 22:58:33, 257 ნახვა
რეგიონი
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
Tasnim-ის ცნობით, ირანის პარლამენტმა 183 ხმით უმრავლესობით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში უცხოური სადაზვერვო სამსახურების, სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების შეღწევას ეწინააღმდეგება. პარლამენტის პრეზიდიუმის პრესმდივნის, აბას გუდარზის თქმით, დოკუმენტი დღევანდელ სხდომაზე განიხილეს შესაბამისი კომიტეტის ანგარიშის წარდგენისა და კანონპროექტის როგორც მხარდამჭერების, ასევე მოწინააღმდეგეების გამოსვლების შემდეგ. ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის წარმომადგენელმა, ჰასან ქაშკავიმ, განაცხადა, რომ ირანს უკვე აქვს კანონმდებლობა ჯაშუშობის შესახებ, მაგრამ „უცხოური გავლენის“ საკითხთან დაკავშირებით კვლავ რჩება სამართლებრივი ხარვეზი. მისი თქმით, ახალი კანონპროექტის მიზანია უცხოური ჩარევის იდენტიფიცირების, პრევენციისა და აღკვეთის მკაფიო სამართლებრივი მექანიზმების შექმნა. დოკუმენტი შემუშავდა ყველა შესაბამისი სამთავრობო უწყების მონაწილეობით და მისი დეტალური განხილვა 12-დღიან ომამდეც კი დაიწყო.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)