|
2019-10-11 13:36:42, 1124 ნახვა
საზოგადოება
მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში რვა სპორტულ მოედანს ჩაუტარდა რეაბილიტაცია
მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო სამუშაოები რვა სპორტულ მოედანზე განხორციელდა. აქედან ხუთ მინი სტადიონზე სპორტული ინფრასტრუქტურა მთლიანად შეიცვალა. ასევე, მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, ზოგიერთ მისამართზე დამონტაჟდა გარე განათების ქსელი. ერთ-ერთი რეაბილიტირებული მოედანი, რომელიც ზღვის უბნის (თემქა) მე-4 კვარტალში მდებარეობს, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა დაათვალიერეს. „მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში რვა სპორტული მოედანი რეაბილიტირდა. ყველა მათგანზე დამონტაჟდა კალათბურთის ფარებიც. სხვა უბნებთან შედარებით, ზღვის უბანში უფრო მეტ სპორტულ მოედანს ვაკეთებთ, რადგან ამის საშუალებას ტერიტორიაც გვაძლევს და მოსახლეობაც აქტიურად სარგებლობს სპორტული სივრცეებით. ასევე, თბილისის ზღვის სანაპიროსთან მოვაწყვეთ ქვიშის მოედანი, თუმცა ინფრასტრუქტურა მოქალაქეების მიერ მალევე დაზიანდა და ხელმეორედ მოგვიწია სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება. მინდა, ვთხოვო და მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს, გავუფრთხილდეთ რეაბილიტირებულ ინფრასტრუქტურას იმისათვის, რომ მეტი კეთილმოწყობილი სივრცე გვქონდეს და ახალგზარდებიც უფრო მეტად ჩაერთონ სპორტულ აქტივობებში“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. რვა მისამართზე შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ჯამში, 250 000 ლარამდე დახარჯა.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)