|
2019-10-10 14:35:26, 917 ნახვა
საზოგადოება
ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსი N34 მარშრუტზე გავიდა
ISUZU -ს მარკის 8-მეტრიანი, დიზელის ძრავზე მომუშავე ეურო 6 ემისიის სტანდარტის მუნიციპალური ავტობუსები N34 მარშრუტის მგზავრებს დღეიდან მოემსახურება. წყნეთი - სადგურის მოედნის მარშრუტზე მოძრავი 12 ძველი „ბოგდანი“ ახალი, მწვანე ფერის ამავე რაოდენობის ავტობუსით ჩანაცვლდა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ N34 სამარშრუტო ხაზზე, ახალი ავტობუსით, წყნეთის მიმართულებით, მედიის წარმომადგენლებთან ერთად იმგზავრა. თბილისის მერის განცხადებით, ძველი, ყვითელი ავტობუსები უსაფრთხო და კომფორტული ავტობუსებით ეტაპობრივად ჩანაცვლდება. „გუშინ, საზოგადოებას წარვუდგინეთ შესყიდული 220 ერთეული ახალი ავტობუსიდან 60 ერთეული, რომელიც დამზადდა ჩვენთვის და უკვე დედაქალაქშია. რა, თქმა უნდა, წლის ბოლომდე ყველა იქნება მოწოდებული. ეს ავტობუსები დღეს უკვე სხვადასხვა სამარშრუტო ხაზზე გავიდნენ და მოემსახურებიან თბილისის მოსახლეობას. ავტობუსები ძირითადად გარეუბნებში გადანაწილდა. იცით, გუშინაც ვისაუბრე ამაზე, რომ ჩვენი ამოცანა და მიზანია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში ყველაზე სწრაფი და კომფორტული იყოს. ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, რომ ყვითელი ავტობუსები ჩავანაცვლოთ, რომლებიც მძიმე მდგომარეობაშია. ვიმგზავრე ახალი ავტობუსით და, რაც ყველაზე მეტად მახარებს, მგზავრები ძალიან კმაყოფილები არიან. ყველას სიამოვნებს ახალი, კომფორტული ავტობუსებით მგზავრობა“, - განაცხადა კახა კალაძემ. წყნეთი - სადგურის მოედნის N34 მარშრუტის შემდეგ, ახალი ავტობუსები, რამდენიმე დღის ინტერვალით, უკვე შემდეგ მარშრუტებზე გავლენ: N28 - სვანეთის უბანი - მარჯანიშვილის მოედანი - 4 ერთეული; N42 - იყალთოს გორა - ბარათაშვილის ქუჩა - 4 ერთეული; N56 - ორხევი - მეტროსადგური „ისანი“ – 5 ერთეული; N66 - სადგურის მოედანი - შატბერაშვილის ქუჩა (ზემო ვაკე) – 3 ერთეული; N78 - სადგურის მოედანი - ჯაფარიძის ქუჩა (ზემო ვერა) - 4 ერთეული; N108 - სოფ. გლდანი - მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – 4 ერთეული.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)