|
2019-10-08 11:06:31, 1621 ნახვა
საზოგადოება
„#MeToo საქართველოშიც“ - ზურაბიშვილი დეპუტატის მიერ თანაშემწეზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობას ეხმაურება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის მხრიდან თანაშემწეზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის საქმეს Twitter-ზე ეხმაურება. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ასეთი ტიპის საკითხის მიმართ შემწყნარებლობას ვერ გამოიჩენს. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი ინგლისურენოვან პოსტს აქვეყნებს და მოძრაობა MeToo-ს [#მეც] იხსენებს, რომელსაც საფუძველი ამერიკაში ჩაეყარა. კერძოდ, 2017 წელს ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ შევიწროებაში, თავდასხმასა და გაუპატიურებაში დაადანაშაულეს. ამის შემდეგ კი, ყველა ადამიანი, ვინც კი ოდესმე სექსუალურად შეუვიწროებით, მოძრაობას შეუერთდა. "#MeToo საქართველოშიც: თბილისის საკრებულოს წევრის მიმართ ასისტენტის სავარაუდო სექსუალური შევიწროების ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს. მსგავსი რამის მიმართ შემწყნარებლობას ვერ გამოვიჩენთ", - წერს სალომე ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება საკრებულოს დეპუტატს "ქართული ოცნებიდან" ილია ჯიშკარიანს და მის თანაშემწეს თამთა თოდაძეს. თოდაძე დეპუტატს სექსუალ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. თავად დეპუტატი ბრალდებებს უარყოფს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 3 მუხლით მიმდინარეობს. ამ დროისთვის დეპუტატს ბრალი წარდგენილი არ აქვს. ის კლინიკაში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ გენერალურ პროკურატურასთან ქალთა მოძრაობამ აქცია გამართა. აქციის მონაწილეები დეპუტატ ჟიშკარიანის დაკავებას ითხოვდნენ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)