|
2019-10-05 22:08:34, 2469 ნახვა
საზოგადოება
საპატიო თბილისელის წოდება 7 ადამიანს მიენიჭა
„თბილისობის“ გალა-კონცერტზე 2019 წლის "საპატიო თბილისელები" დასახელდნენ. "საპატიო თბილისელის” წოდება სხვადასხვა სფეროში თავისი მოღვაწეობით გამორჩეულ 7 ადამიანს მიენიჭა. წელს საპატიო თბილისელები გახდნენ: გიოზალ დუმოევი – „თბილსერვის ჯგუფის“ 81 წლის მეეზოვე, რომელიც დედაქალაქის სისუფთავეზე უკვე 61 წელია ზრუნავს; გივი მამულაშვილი – „თბილსერვის ჯგუფის“გარე განათების ოსტატი, რომელიც 83 წლისაა და 66 წელია ამ საქმით არის დაკავებული; ავთანდილ კობახიძე – თბილისის მეტროს გვირაბ-ნაგებობათა დისტანციის უფროსი ოსტატი, რომელიც 77 წლისაა და 53 წელია თბილისის მეტროში მუშაობს; ვალერიან მეთაფლიშვილი – თბილისის სატრანსპორტო კომპანიის N1 ავტობაზის ავტობუსის მძღოლი. იგი 74 წლისაა და ავტობუსის მძღოლად მუშაობის 49-წლიანი სტაჟი აქვს; როგნეტა კუჭავა – ბიბლიოთეკათმცოდნე, რომელიც 79 წლისაა და 49 წელია ამ სფეროში საქმიანობს; მეია მეგრელიშვილი – თბილისის N27 საბავშვო ბაგა-ბაღის მუსიკის პედაგოგი. ის 79 წლისაა, აქვს 60 წლიანი პროფესიული გამოცდილება, არის ოთხი მუსიკალური სპექტაკლისა და 200-ზე მეტი საბავშვო სიმღერის ავტორი; ნიკოლოზ ლეკიშვილი – თბილისის ყოფილი მერი. გალაკონცერტზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით თბილისის მერთან ერთად, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მიმართა და შვიდ საპატიო თბილისელს ახალი სტატუსი მიულოცა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)