|
2019-10-05 11:12:54, 3234 ნახვა
საზოგადოება
„გირჩმა“ სუს-ი მოსმენისთვის, სერტიფიკატით დააჯილდოვა [ვიდეო]
პოლიტიკური პარტია "გირჩის" დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ე.წ. სერტიფიკატი გადასცა. როგორც უწყების შენობასთან მისულმა ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას შემდეგ რაც პარტიის წევრებს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მათ 1 წლის განმავლობაში სუს-ი უწმენდა, "გირჩმა" გადაწყვიტა დაჯილდოების ცერემონია გაემართა. კერძოდ, ჯაფარიძის თქმით, მათ დაამზადეს სპეციალური სერტიფიკატი, რომელსაც ორი ორგანიზაცია - ბიბლიური ტავისუფლება და "გირჩი" აწერენ ხელს. "როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ "გირჩის" ნახევარი შსს-ში იყო დაბარებული. იქ გაგვაგებინეს ის რაც პრინციპსი ფორმალურრად ისედაც ვიცოდით, რომ თურმე მთელი 1 წლის განმავლობაში გვისმენდნენ. შეუძლებელია ამდენი ხნის განმავლობაში "გირჩს" უსმინო და რამე აზრი არ გამოიტანო. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ეს რაღაცნაირად აგვეღნიშნა. ეს არის ყველაზე დაბალი რანგის სერტიფიკატი, რომელიც გულისხმობს რომ მათ მოისმინეს "გირჩის" საგანმანათლებლო კურსი, მაშინ როდესაც ჩვენ გვისმენდნენ. დაცვამ სამწუხაროდ უარი განაცადა სერტიფიკატის დატოვებაზე", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)