|
2015-07-15 10:03:48, 419 ნახვა
პოლიტიკა
ბერუჩაშვილი: გამოვიყენებთ ყველა ფორმატს, რათა საქართველოში მიმდინარე პროცესები პარტნიორებმა კარგად შეაფასონ
საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, გამოყენებული იქნება ყველა ფორმატი, რათა საქართველოში მიმდინარე პროცესები პარტნიორების მხრიდან კარგად იყოს შეფასებული და გაზიარებული. ბერუჩაშვილის თქმით, ე.წ. საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით შეხვედრები გაიმართა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან. ასევე ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს საზღვარგარეთ. 16 ივლისს კი ეუთო-ში გაიმართება პოლიტიკური კომიტეტის სესია, რომელზეც საქართველოს მისიის ხელმძღვანელი სიტყვით გამოვა. ბერუჩაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საბერძნეთთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გამო საჭირო იყო დონალდ ტუსკის ყოფნა ბრიუსელში, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია მისი ვიზიტი საქართველოში. „ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთი აგრძელებს თავის აგრესიულ პოლიტიკას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გრძელდება მცოცავი ანექსია. ჩვენ ხელთ არსებული ინსტრუმენტები ეს არის საერთაშორისო სამართალი, ეს არის ჩვენი პარტნიორების, საერთაშორისო საზოგადოების თანადგომა, მათი კონსოლიდაცია და მაქსიმალური მხარდაჭერის დროული მობილიზაცია. ყველა ეს რესურსი მობილიზებულია დროულად. ეს არის ჩვენი სამუშაო რეჟიმი. გამოყენებული იქნება ყველა ფორმატი და ყველა ტრიბუნა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები, როგორც საფრთხე არამარტო საქართველოსთვის, არამედ ზოგადად საფრთხე რეგიონისთვის და ევროპული უსაფრთხოებისთვის, კარგად იყოს გაზიარებული და შეფასებული ჩვენი პარტნიორების მხრიდან", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა. ამასთან საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ოკუპაციის ხაზის გასწვრივ არსებულ სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის შესახებ ინფორმაცია უკვე გადაეცა საელჩოებს და ადგილზე მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზება მუდმივად მიმდინარეობს.
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)