|
2019-09-30 17:20:56, 1422 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში TAIEX ექსპერტთა მისიის შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული მიმართულებებით ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) ექსპერტთა მისიის შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა აღნიშნა, მისია ითვალისწინებს საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებით გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან დაახლოების საკითხებში უცხოელი ექსპერტების მხარდაჭერას. ქართველი სპეციალისტებს უცხოელი ექსპერტები კონსულტაციებს გაუწევენ კონკრეტული სახეობის ცხოველთა დაავადებების, იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის სისტემის დანერგვისა და კვების უსაფრთხოების მიმართულებებით. ექსპერტთა მისია საქართველოში, შესაბამის სამსახურებთან შეხვედრებს 4 ოქტომბრის ჩათვლით გამართავს. შეხვედრას ლიტვაში, კვებისა და ვეტერინარული მომსახურების დარგში, საგანგებო სიტუაციებზე პასუხისმგებლობის განყოფილების ხელმძღვანელი მარიუს მასიულისი, ლატვიაში, ვეტერინარული მეთვალყურეობის განყოფილების დირექტორის მოადგილე ედვინს ოლსევსკისი, ექსპერტი კვების ჰიგიენის სფეროში ნიდერლანდებიდან, რონ დვინგერი, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურაშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)