|
2019-09-30 14:28:56, 783 ნახვა
საზოგადოება
კაკავა: 2020 წლის პირველი ივლისიდან შსს-ს ყველა თანამშრომელს ხელფასი არანაკლებ 125 ლარით გაეზრდება
საქართველოს მთავრობა რიგგარეშე სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს განხილვის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროში მომავალ წელს დაგეგმილი პროექტები განიხილეს. პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წევრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გეგმები და პროექტები მინისტრის მოადგილემ - ლევან კაკავამ წარუდგინა. მისი განცხადებით, 2020 წელს სამინისტროში სისტემური განახლების პროცესი გაგრძელდება და მომავალი წლის 1 ივლისიდან ხელფასი სამინისტროს თანამშრომლებს მინიმუმ 125 ლარით გაეზრდებათ. „2020 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს სისტემური განახლების პროცესს. ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება გამოძიების ხარისხის და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ღონისძიებების გაძლიერება, საპოლიციო სერვისების და ინფრასტრუქტურის განვითარება და განსაკუთრებით პოლიციელების ფინანსური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით, 2020 წლის პირველი ივლისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში შემავალ ყველა თანამშრომელს ხელფასი გაეზრდება, არანაკლებ, 125 ლარით. სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, გაგრძელდება შეღავათიანი ბინათმშენებლობის პროექტი. მოგეხსენებათ, რომ თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში მიმდინარეობს ბინათმშენებლობა სახელმწიფოს მნიშვნელოვანი თანადაფინანსებით და გაგრძელდება ეს პროექტი. 2020 წელს დაგეგმილია, ასევე ახალი საპოლიციო შენობების მშენებლობა, მეხანძრე-მაშველებისთვის სახანძრო მანქანების ახალი სადგომების (დეპ-ების) მშენებლობა. გაიხსნება თბილისში ასევე ახალი დროებითი მოთავსების იზოლატორი, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტებით. გაგრძელდება საპოლიციო ტექნიკის და ტექნოლოგიების განახლება. ასევე, სათანადო ყურადღება დაეთმობა ვიდეო-სამეთვალყურეო ტექნიკის განვითარებას. მოგეხსენებათ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო საგზაო უსაფრთხოების მიზნით, არამედ მართლწესრიგის დაცვის და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის,"- განაცხადა ლევან კაკავამ.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)