04:15 - 17 Aug, 2026
|
2019-09-28 21:32:11, 2489 ნახვა
საზოგადოება
ვარკეთილში კორპუსის ნგრევის საფრთხის გამო ერთი სადარბაზოდან 18 ოჯახი გამოასახლეს
ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. ნგრევის საფრთხის გამო საცხოვრებელი კორპუსის ევაკუაცია საღამოს განხორციელდა, კორპუსის მე 8 სადარბაზოდან დროებით სულ 18 ოჯახი გაასახლეს. სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე აცხადებს, რომ ვარკეთილში, კორპუსში, რომლიდანაც მოსახლეობა გაასახლეს, კიბის უჯრედებმა დაიწია. „ადგილზე იმყოფებიან მერიის შესაბამისი სამსახურები, დაიწყება გამაგრებითი სამუშაოები და ვიდრე დასრულდება, მერია მცხოვრებლებს უზრუნველყოფს სხვა საცხოვრებლით. მესამე ხარისხის დაზიანებაა, დღეს დაიწია კიბის უჯრედებმა და მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მივიღეთ გასახლების გადაწყვეტილება“, – განაცხადა კახა სამხარაძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)