04:16 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-28 10:30:01, 1938 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრმა მიუნხენში ოფიციალური შეხვედრები გამართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრმა მიუნხენში ოფიციალური შეხვედრები გამართა. 

ეკატერინე ტიკარაძე ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის სახელმწიფო კომპანია  TK-ს  ბავარიის ხელმძღვანელს, ქრისტიან ბრედლის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი იყო გემრანიის ჯანმრთელობის სადაზღვევო მოდელის გაზიარებაზე,  ასევე იმ რეფორმების დანეგრგვაზე,  რომელიც  საქართველოში   ელექტრონული   ჯანდაცვის განვითარებას ითვალისწინებს.  დაიგეგმა კომპანიის წარმომადგენლების საპასუხო ვიზიტი საქართველოში. 

ჯანდაცვის მინისტრი გერმანიაში „მიუნხენ კლინიკის“ ხელმძღვანელებსაც შეხვდა. ორგანიზაცია  სხვადახვა პროფილის ხუთ სამედიცინო დაწესებულებას აერთიანებს. შესაძლოა უახლოეს მომავალში მათთან ოფიცილაური ხელშეკრულება გაფორმდეს, რაც ქართველი ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებას და გერმანიაში ქართველი პაციენტების შეღავათიან ფასში მკურნალობას  ითვალისწინებს.

“მათ აქვთ საკმაოდ მსხვილი სპექტრი დაწყებული ბავშთა ონკოლოგიიდან დამთავრებვული გერიატრიით. ისინი მზად არან მიიღონ ქართველი პაციენტები და ასევე მნიშვნელოვნად დაგვეხმარონ ჩვენი ექიმების გადამზადებაში, რათა სამომავლოდ  პაციენტებს, საქართველოში კვალიფიციური დახმარების მიღების საშუალება ქონდეთ“, - განაცხადა მინისტრმა.

„მიუნხენ კლინიკის“ სამედიცინო კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელის, დოქტორ ულფ დელნერის განცხადებით ისინი მზად არიან ამ საკითხზე მოლაპარაკებები გაგრძელდეს და საქართველოსთან ხელშეკრულება გააფორმონ.

„საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან ვისაუბრეთ ქართველი ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების საკითხზე, რომელიც ჩვენს სამედიცინო დაწესებულებებში მოხდება, რის შემდეგაც ქართველი პაციენტებისთვის მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევა შეეძლებათ. ასევე მზად ვართ საქართველოსთან დავდოთ ხელშეკრეულება, ჩვენს კლინიკებში, ქართველი პაციენტების მიღების შესახებ და მათ მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება გავუწიოთ“, - განაცხადა დოქტორ ულფ დელნერმა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics