|
2019-09-25 14:07:21, 1005 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკი“ სოციალური მეწარმეობის რიგით მეექვსზე კონკურსს დააფინანსებს
„საქართველოს ბანკი“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სოციალური საწარმოს პროექტების განხორციელებისთვის, რიგით მეექვსე კონკურსს დააფინანსებს. საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოში სოციალური საკითხების მოგვარებას, შშმ პირების დასაქმებას. ეს მიზანი კი წარმატებული სოციალური საწარმოების შექმნისა და მეწარმეობის განვითარების გზით მიიღწევა. საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება სოციალური საწარმოს ის პროექტი, რომელსაც ორმაგი მიზანი ექნება. ეს არის ეკონომიკური და სოციალური მიზანი. კონკურსში გამარჯვების მოსაპოვებლად პროექტის ეკონომიკური მიზანი უნდა იყოს უფრო მნიშვნელოვანი მიზნის − სოციალური კეთილდღეობის მიღწევა. „საქართველოს ბანკი“ 2017 წლიდან ახორციელებს სოციალური საწარმოების დაფინანსებას, ამ დრომდე ჯამში 15 სოციალური საწარმოა შექმნილი, რომელიც ბანკმა 650 000 ლარამდე თანხის მოცულობით დააფინანსა. თითოეული საწარმოს შექმნა 50 000 ლარით ფინანსდება. 11 სოციალური საწარმო უკვე სრულყოფილად ფუნქციონირებს, ხოლო 2019 წლის ბოლომდე დამატებით 4 ახალი სოციალური საწარმო გაიხსნება. საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით განაცხადების მიღება 25 სექტემბერს დაიწყო და 25 ნოემბერს 18:00 სთ-ზე დასრულდება. დაინტერესებული პირებისთვის გაიმართება ღია კარის დღეები და ინდივიდუალური შეხვედრები. განაცხადის შევსება შესაძლებელია საქართველოს ბანკის ფონდ სიცოცხლის ხის ვებ-გვერდზე: www.tree.ge დაინტერესებულ პირებს დაკავშირება შეუძლიათ შემდეგ ელ-ფოსტაზე: www. grants@tree.ge და შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 2 44 44 93.
(R)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)