|
2019-09-23 17:34:52, 1523 ნახვა
საზოგადოება
მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის თანამედროვე ციფრული ხელსაწყო - OPTIMO შეიქმნა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით შეიქმნა OPTIMO - თანამედროვე ციფრული ხელსაწყო ბიზნესის ოპტიმიზაციის, უკეთ მართვისა და განვითარებისთვის. აღნიშნული ხელსაწყო მორგებულია მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებზე და მიზნად ისახავს მათი სამუშაო პროცესების გამარტივებას. OPTIMO-ს თანამედროვე მოწყობილობა მასში ინტეგრირებული პროგრამული უზრუნველყოფით, მრავალფეროვანი ფუნქციონალითა და ანალიტიკით, ზრუნავს პარტნიორების განვითარებაზე. აძლევს მათ შესაძლებლობას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, მიიღონ უახლესი ინფორმაცია საკუთარი ბიზნესის მარაგების, შესყიდვების, გაყიდვების, შემოსავლებისა და მომგებიანობის შესახებ. „მოხარული ვართ, რომ OPTIMO-სთან ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ახალ შესაძლებლობებს ვქმნით. საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესების არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა, არამედ მათ ზრდასა და სამომავლო განვითარებაზე ზრუნვა. OPTIMO მნიშვნელოვნად აუმჯობესებს და ამარტივებს ბიზნესპროცესებს. ჩვენი მიზანიც ეს არის, ხელი შევუწყოთ ბიზნესებს გაძლიერდნენ, განვითარდნენ და მარტივად მართონ საკუთარი საქმიანობა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. OPTIMO მინიმალური დანახარჯებით, ბიზნესის წარმომადგენლებს აწვდის საჭირო ინფორმაციას და რჩევებს მათი ბიზნესის განვითარებისა და წინსვლისთვის, რაც პირდაპირპროპორციულია OPTIMO-ს წარმატებასთან. OPTIMO-ს შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ გვერდზე www.optimo.ge
(R)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)