|
2019-09-22 14:13:04, 3159 ნახვა
საზოგადოება
ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი თელავში, რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელს, ლევან მეხუზლას შეხვდა და რთველის მიმდინარეობისა და ყურძნის გადამუშავების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნო. კახეთის რეგიონში, რთველი უკვე პიკურ ფაზაშია და 22 სექტემბრის მონაცემებით, დაახლოებით 110 ათასი ტონა ყურძენი ინდუსტრიულად უკვე გადამუშავებულია. რთველის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლების მიერ ხდება საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადების ორგანიზებული მართვა, რათა მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ შეექმნათ და რთველმა შეფერხებების გარეშე ჩაიაროს. როგორც ხატია წილოსანმა აღნიშნა, რთველი აქტიურად მიმდინარეობს. სახელმწიფოს აქვს სოციალური პასუხისმგებლობა და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არცერთ მევენახეს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეს. მინისტრის მოადგილე სოფელ კურდღელაურში, მეღვინე ქალებს შეხვდა და ღვინის წარმოების განვითარებისა და საექსპორტო ბაზრების შესახებ მათი სამომავლო გეგმები მოისმინა. მინისტრის მოადგილემ მეღვინეებს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ ყოველწლიურად, მეღვინე ქალები სულ უფრო მეტ წარმატებას აღწევენ, რაც ახალგაზრდებისთვის მისაბაძი მაგალითია. „სამინისტრო მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციის მიმართულებით. მოხარული ვარ, რომ მცირე მარნების წარმოებული მაღალი ხარისხის ღვინოები, საერთაშორისო ბაზარზე სათანადო ადგილს იმკვიდრებს. სახელმწიფო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მცირე მარნების და ზოგადად, აგროწარმოების განვითარების ხელშეწყობას“, - აღნიშნა ხატია წილოსანმა. მინისტრის მოადგილემ ერთ-ერთი მეღვინის, ქეთევან ალადაშვილის ვენახიც დაათვალიერა და რთველში მიიღო მონაწილეობა. ქეთევან ალადაშვილმა, ღვინის წარმოება „Kate Wine“-ის ბრენდის ქვეშ, 2017 წელს დაიწყო. მეღვინე წლის განმავლობაში, 900 ტონამდე ღვინოს აწარმოებს. ამ ეტაპზე, ღვინის დაყენებას საფერავის, რქაწითელის, ქისის და კახური მწვანეს ჯიშების ყურძნისგან ახდენს. „Kate Wine“-ის ღვინოებმა არაერთი ჯილდო მოიპოვა საერთაშორისო გამოფენებზე. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივი ბაზარის გარდა, პოლონეთში ხორციელდება. NS
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)