|
2019-09-21 18:53:24, 4054 ნახვა
საზოგადოება
კრწანისის ტყეპარკში დასუფთავების აქცია გაიმართა
დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ორგანიზებით, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოსა და თბილისის მერიასთან პარტნიორობით, კრწანისის ტყეპარკში დასუფთავების აქცია გაიმართა. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა, თბილისი მერის მოადგილემ მაია ბითაძემ, CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა ჯანაშიამ, სკოლის მოსწავლეებმა, უნივერსიტეტის სტუდენტებმა, მოხალისეებმა და კამპანია „გარემოს გულისათვის“ პარტნიორმა ორგანიზაციებმა მიიღეს. ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით დანაგვიანებული ადგილების შემცირებას და საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას. კამპანიის ფარგლებში, კრწანისის ტყეპარკში თბილისის სკოლებს შორის შეჯიბრი გაიმართა, რომელშიც სკოლა „სერვანტესმა” გაიმარჯვა. CENN USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, 2018 წლიდან ახორციელებს მასშტაბურ გარემოს დაცვით კამპანიას – „გარემოს გულისათვის“ (Keep Georgia Beautiful), რომლის მიზანი გარემოზე ზრუნვაა მთავრობის, ბიზნესსექტორისა და საზოგადოების მჭიდრო თანამშრომლობით. კამპანია უკვე 27 ორგანიზაციას აერთიანებს, მათ შორის, საფინანსო ინსტიტუტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახელმწიფო სტრუქტურებსა და სკოლებს, რომლებიც ზრუნავენ მათ მიერ ნაშვილები ტერიტორიების სისუფთავეზე.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)