|
2019-09-21 10:54:12, 994 ნახვა
საზოგადოება
დიდუბეში ფიფიების ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
დიდუბის რაიონში, ეგნატე და ვახტანგ ფიფიების ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. სამუშაოების ფარგლებში, ქუჩაზე ასფალტის დაზიანებული საფარი და ბორდიური მოიხსნა. ამ ეტაპზე, ტროტუარის მოწესრიგება უკვე დასრულებულია, ხოლო დაახლოებით, 3 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის მეორე ფენა იგება. ფიფიების ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ვლადიმერ ძნელაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. „ფიფიების ქუჩაზე ასფალტის საფარის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ სამუშაოები სწრაფი ტემპით ჩაგვეტარებინა, რადგან საკმაოდ დატვირთული ქუჩაა და რეაბილიტაციის გახანგრძლივება პრობლემებს შეუქმნიდა, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე, აქ დასაქმებულ ადამიანებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნულ ქუჩაზე გადაადგილება გაცილებით კომფორტული გახდება“, - განაცხადა დიდუბის რაიონის გამგებელმა. აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „საგზაო 7“ დაახლოებით, 150 000 ლარის ღირებულების ფარგლებში ახორციელებს.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)