|
2019-09-20 12:40:14, 813 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრი, ბავშვთა ნაციონალურ სამედიცინო ცენტრს ესტუმრა, რომელიც აშშ-ს წამყვანი კლინიკების ხუთეულში შედის. კლინიკა ფართო პროფილისაა და ყველა სახის სამედიცინო მომსახურებას უწევს პაციენტებს. ამერიკის ნაციონალურ ცენტრში წელიწადში 17000-ზე მეტი ოპერაცია ტარდება, დასაქმებულია 7000-ზე მეტი ადამიანი. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას, ერთობლივ სამომავლო პროექტებზე ისაუბრა, ონკოლოგიური, ნეონატალური და სხვა წამყვანი მიმართულებების კუთხით. ნაციონალური სამედიცინო ცენტრი, აქტიურად ახორციელებს საერთაშორისო პაციენტების მომსახურებას, შესაძლოა მსგავსი სახის თანამშრომლობა საქართველოსთანაც დაიწყოს. „შეხვედრა იყო ძალიან შთამბეჭდავი. შევეხეთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც საქართველოში გაგვაჩნია ბავშთა ონკოლოგიის მიმართულებით. ამ კლინკიას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და ის შედის ამერიკის ბავშთა კლინიკების ხუთეულში. ჩვენ დავსახეთ შემდგომი თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები ბავშთა ონკოლოგიის და ტელემედიცინის კომპონენტების განვითარების მიმართულებით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ბავშვთა ნაციონალური ცენტრის ვიცე-პრეზიდენტის, მიშელ მაქგუაიერის თქმით, პედიატრიის დარგში საერთაშორისო თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. „მნიშვნელოვანია, რომ ქართველ კოლეგებს გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება პედიატრიის დარგში, განსაკუთრებით იმ რთული დაავადებების დაძლევის გზებთან დაკავშირებით, რომლის წინაშეც მსოფლიოს ბავშვები დგანან. ამ კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია.“ შეხვედრას, მინისტრთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძეც ესწრებოდა.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)