|
2019-09-19 16:07:38, 1431 ნახვა
საზოგადოება
თურნავა: 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მთავარი აქცენტი სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროგრამებზე გაკეთდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, 2020 წლის წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მთავარი აქცენტი სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროგრამებზე გაკეთდება. მომავალი წლის ბიუჯეტზე მუშაობის პროცესსა და მის მთავარ აქცენტებზე ნათია თურნავამ დღეს მედიასთან ისაუბრა. მისი ინფორმაციით, პროცესში მთელი სამთავრობო გუნდი აქტიურადაა ჩართული. „მიმდინარეობს 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვა, ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო პროცესი, მასში ჩართული ვართ, პრაქტიკულად, მთელი მთავრობა პრემიერ-მინისტრის თაოსნობით. მომავალი წლის მთავარი აქცენტი არის გაზრდილი სოციალური პასუხისმგებლობა, სოციალური პროგრამები, ასევე ინფრასტრუქტურული პროგრამები, კაპიტალური დანახარჯები - კაპიტალური პროგრამები, განსაკუთრებით სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფრასტრუქტურა", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ნათია თურნავას განცხადებით, ეს ორი კომპონენტი ყველაზე მნიშვნელოვანია სიღარიბის დასაძლევად - იმისთვის, რომ 2020 წლის ბიუჯეტის ფარგლებში თითოეულმა მოქალაქემ და ოჯახმა უფრო მეტად იგრძნოს ეკონომიკური ზრდის სიკეთე. რაც შეეხება ამ კუთხით ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროს გეგმებს, მინისტრის ინფორმაციით, სამინისტრო აქტიურადაა ჩართული რამდენიმე პროგრამაში, მათ შორის, გაზიფიცირების პროგრამაში. ნათია თურნავას განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა იმ რეგიონებისა და რაიონების სიაზე, რომელთა გაზიფიცირებაც მოხდება. „გაზიფიცირება ისეთივე ინტენსიური კიდევ უფრო მაღალი ტემპით გაგრძელდება, მათ შორის მოვიცავთ ცენტრიდან მეტად დაშორებულ რეგიონებს და ამ მხრივ ვამზადებთ იმ რეგიონების და რაიონების სიას, რომელთა გაზიფიცირებაც მოხდება", - აღნიშნა მან. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, 2020 წელს ასევე გაგრძელდება პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მცირე და მიკრომეწარმეობის წახალისება - ეს პროგრამებიც უფრო ინტენსიურად იქნება წარმოდგენილი. „ასევე გვაქვს მთელი რიგი პროგრამები მთის და სამთო კურორტების განვითარების მიმართულებით", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)