|
2019-09-18 12:38:14, 1390 ნახვა
საზოგადოება
საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად დიდ ლილოში მცხოვრებ 15 ოჯახს გადაეცემა
სოფელ დიდ ლილოში, ერეკლე მეორის ქუჩაზე მცხოვრებ 15 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, თბილისის მერია საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემის გადაჭრას განაგრძობს. შესაბამისად, იმ 500-ზე მეტ ოჯახს, რომელთაც ფართები სიმბოლურ ფასად უკვე გადაეცა, კიდევ 15 ოჯახი შეემატება. „ძალიან ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ. ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობენ შენობა-ნაგებობებში და გარკვეული პრობლემების გამო, მათ დაკანონებას ვერ ახერხებენ. ამ დრომდე 500-ზე მეტ ოჯახი გავაბედნიერეთ. დღეს კიდევ 15 ოჯახს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემათ საცხოვრებელი ფართები. ესენი არიან სოფელ დიდ ლილოში, ერეკლე მეორეს ქუჩაზე მცხოვრები ოჯახები. მინდა მათ მივულოცო. ჩვენ ამ პროექტს ვაგრძელებთ. სამწუხაროდ, ბევრია ასეთი ოჯახი. მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შეგიწყოთ და დაგეხმაროთ ფართების დაკანონებაში“, - მიმართა მათ კალაძემ მოსახლეობას.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)