|
2019-09-18 12:25:04, 711 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ტყის სექტორის განვითარების მიმართულებით კლიმატის მწვანე ფონდი 32 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გრანტს გასცემს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე კლიმატის მწვანე ფონდსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და ფონდის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივების შესაძლებლობების განიხილეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ფონდის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ეფექტიანი თანამშრომლობისთვის. ლევან დავითაშვილმა ქვეყანაში კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის საჭიროებაზე, ასევე გარემოსდაცვითი მიმართულებით მიმდინარე პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კლიმატის მწვანე ფონდი საქართველოში ტყის სექტორის განვითარების მიმართულებით 32 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გრანტის გაცემას გეგმავს. საუბარი შეეხო ქვეყანაში საირიგაციო სისტემების გამართვის კუთხით, შესაძლო თანამშრომლობის საკითხსაც. კლიმატის მწვანე ფონდის წარმომადგენლის, კლიფორდ პოლიკარდის განცხადებით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა, რომელსაც სწორად აქვს განსაზღვრული პრიორიტეტები, რაც მნიშვნელოვანია სტრატეგიული თანამშრომლობისთვის. კლიმატის მწვანე ფონდი მხარს უჭერს საქართველოს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევის და საჭირო ფინანსებზე წვდომის უზრუნველყოფის კუთხით. კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) წარმომადგენლობით დელეგაციას საქართველოში ოფიციალური ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფებიან. კლიმატის მწვანე ფონდი გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფინანსური მექანიზმია და განვითარებად ქვეყნებში კლიმატის ცვლილების შემარბილებელ და საადაპტაციო ღონისძიებებთან დაკავშირებულ პროექტებს აფინანსებს. ფონდი ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ფინანსურ პარტნიორ ორგანიზაციად განიხილება საქართველოსთვის კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მწვანე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მოადგილეები ნინო თანდილაშვილი, ხატია წილოსანი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)