|
2019-09-18 11:52:04, 1641 ნახვა
საზოგადოება
ცხვირის ოპერაციამდე გარდაცვლილი გოგონას ოჯახი: ყველაფერი დიდი დოზა ნარკოზის ბრალია, ბავშვი ჯანმრთელი იყო
რუსთავში, ცხვირის ოპერაციამდე, ნარკოზის გაკეთების შემდეგ გარდაცვლილი 19 წლის გოგოს ოჯახი საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებს. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, გოგონა სრულიად ჯანმრთელი იყო და მას არაფერი აწუხებდა. მათივე ვარაუდით, ექიმებმა დიდი დოზით ნარკოზი გაუკეთეს, რამაც ლეტალური შედეგი გამოიწვია. "ბავშვი მოგვიკლეს, 18 წლის უმწიკლო გოგო. მოგვიკლეს ჯერ კიდევ მაშინ, როცა ოპერაცია არ იყო დაწყებული. ცხვირის ძგიდე ჰქონდა გასაკეთებელი, ვერ სუნთქავდა ბავშვი. ნარკოზში მოკლეს ბავშვი. ალბათ მისცეს დიდი დოზა", - აცხადებს გარდაცვლილის ბებია "ინფორუსთავთან" საუბარში. ოჯახის ახლობლის თქმით, ახალგაზრდას დილით სინჯი აუღეს და საოპერაციოდ დაახლოებით 40 წუთში შეიყვანეს. "ექიმმა უთხრა ყველანაირად ჯანმრთელი ხარო. ალერგია მისცა, როგორც კი, გაუკეთეს ნემსი. 10 წუთი სუნთქვა შეუჩერდა", - დასძინა ოჯახის წევრმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)