|
2019-09-18 11:22:39, 711 ნახვა
საზოგადოება
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი‘’ - ბათუმი კონფერენციას უმასპინძლებს
20-21 სექტემბერს, აჭარა სოფლის ტურიზმის მესამე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. ორი დღის განმავლობაში, კონფერენციის ქართველი და უცხოელი დელეგატების მთავარი სასაუბრო თემა იქნება „სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი‘’. კონფერენციის სტუმრებს ევროპულ გამოცდილებას, ღონისძიების სპეციალური სტუმარი ფინეთიდან, ევროპის სოფლის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი კიმმო აალტო გაუზიარებს. ღონისძიებაზე პრეზენტაციებს გერმანელი, ბელგიელი, უკრაინელი, აზერბაიჯანელი და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული სტუმრები შემდეგ თემებზე წარადგენენ: • სოფლის ტურიზმის პოტენციალი, პერსპექტივები და განვითარების ტენდენციები საერთაშორისო ბაზრის მაგალითზე; • სოფლის ტურიზმი - ტურისტული პროდუქტის დივერსიფიკაციის ეფექტური საშუალება; • გასტრონომია - სოფლის ტურიზმის ძირითადი კომპონენტი; • კერძო სექტორისა და სოციალური მედიის როლი სოფლის ტურიზმის პოტენციალის განვითარებაში; • გრანტების როლი სოფლის ტურიზმის განვითარებაში; • სტუმართმასპინძლობა, როგორც ტურისტული პროდუქტი სოფლად; კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საოჯახო-სასტუმრო სახლების მეპატრონეები, ექსპერტები, ტურისტული სააგენტოების, სოფლის და ეკო ტურიზმის სხვადასხვა სფეროს, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)