|
2019-09-17 16:09:34, 1733 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, ვარდისუბნის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა
ნაძალადევის რაიონში, ვარდისუბნის ქუჩა N6-ში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, სადაც 113 ოჯახი ცხოვრობს, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, საყრდენი კედელი, ბორდიური და 2 300 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. კორპუსის რეაბილიტირებული ეზო ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ალექსანდრე ხუჯაძემ დაათვალიერეს. გამგებელი დეპუტატთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და შესრულებული სამუშაოების, ასევე, სანზონაში დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ესაუბრა. „გამგეობის დაკვეთით განხორციელებული სამუშაოებით ადგილობრივი მოსახლეობა კმაყოფილია. რაიონის მასშტაბით, აქტიურად ვაგრძელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. ამ კონკრეტული მისამართის მსგავსად, წლის ბოლომდე კაპიტალურად კიდევ ბევრი ეზო და ქუჩა შეკეთდება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. ვარდისუბნის ქუჩა N6-ში გზის რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 175 000 ლარი დახარჯა.
NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)