|
2019-09-17 11:23:24, 1615 ნახვა
საზოგადოება
ევროკავშირისა და ნატო-ს მხარდაჭერა კვლავ მაღალია - NDI-ის კვლევის შედეგები
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) კვლევის მიხედვით, ევროკავშირისა და ნატო-ს მხარდაჭერა კვლავაც მაღალია. კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 78% ევროკავშირში, ხოლო 71% ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს. ამასთან, გამოკითხულთა 17%-სთვის ნატო-ში გაწევრიანება მიუღებელია, ხოლო ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი 14%-ია. 8% აცხადებს, რომ არ იცის უნდა გაწევრიანდეს თუ არა ქვეყანა ევროკავშირში, ხოლო ნატო-ს შემთხვევაში კითხვაზე პასუხი არ იცის 11%-მა. ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)