09:13 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-17 10:48:02, 990 ნახვა

საზოგადოება
NDI - გამოკითხულთა 48% ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად სამუშაო ადგილებს ასახელებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 48% ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად სამუშაო ადგილებს ასახელებს.

გამოკითხულთა 34% მიიჩევს, რომ პრობლემა ფასების ზრდა/ინფლაციაა. 33%-ის აზრით ქვეყნის მნიშვნელოვანი პრობლემა სიღარიბეა. 29% ქვეყნის მნიშვნელოვან გამოწვევად ტერიტორიულ მთლიანობას მიიჩნევს. 22%-ის აზრით, პრობლემა პენსიებია, ხოლო 19% მნიშვნელოვან პრობლემად ხელფასებს ასახელებს.

ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics