|
2019-09-16 13:07:29, 1011 ნახვა
საზოგადოება
კახაბერ გვანცელაძემ ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება N153 ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს მიულოცა
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ 2019-2020 სააღმზრდელო წლის დაწყება N153 ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს, მშობლებსა და პერსონალს მიულოცა. აღსაზრდელებს საბავშვო ბაღში მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებით დახვდნენ - პატარების მხიარული განწყობის შესაქმნელად აღმზრდელებთან ერთად, სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეულმა ანიმატორებმა და ზღაპრების გმირებმა იზრუნეს. "N153 ბაგა-ბაღში გასული არდადეგების პერიოდში მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჩატარდა - განახლდა დაზიანებული სახურავი, შეიღება ფასადი, გარემონტდა სააღმზრდელო ჯგუფები, დერეფნები, კიბის უჯრედები და ღონისძიებების დარბაზი, ასევე, შეკეთდა ამორტიზებული საევაკუაციო კიბეები. საბავშვო ბაღში წელს 750-მდე აღსაზრდელი მიიღებს სკოლამდელ განათლებას. სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება პატარებს გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ მიულოცა.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)