10:08 - 17 Aug, 2026
|
2019-09-14 12:13:52, 2336 ნახვა
საზოგადოება
აგვისტოში საქართველოში რეკორდული რაოდენობის უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, აგვისტოში საქართველოში უცხოელი ვიზიტორების შემოსვლების საერთო რაოდენობა 5.8%-ით გაიზარდა. უწყების ცნობით, იმ პირების რაოდენობა, ვინც 24 საათით და მეტი ხნით დარჩნენ ქვეყანაში (ტურისტი) 2%-ით არის გაზრდილი. ვიზიტორების რაოდენობა ყველაზე მეტად აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ევროკავშირიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან გაიზარდა. აღნიშნული ქვეყნებიდან ჯამში 90 ათასით მეტი ვიზიტორი შემოვიდა. ჯამში, საანგარიშო პერიოდში საქართველოში 1 254 554 ვიზიტი განხორციელდა, აქედან 657 278 ტურისტული იყო. გარდა ამისა, რუსი ვიზიტორების თვალსაზრისით 6%-იანი კლება ფიქსირდება. ამასთან, 23%-ით არის გაზრდილი ვიზიტორების რაოდენონა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)