|
2019-09-10 14:34:02, 1620 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ პარტნიორობით თბილისში მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია „Now What?“ იმართება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ინიციატივით, თბილისის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია „Now What?” იმართება. კონფერენციის მთავარი მიზანია, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე დისკუსიის გამართვა, როგორიცაა საქართველოს ტრანსატლანტიკური პერსპექტივა, დემოკრატიის პროგრესი და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. კონფერენცია თავს უყრის საქართველოს, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერებს. კონფერენცია ყოველწლიურად მასპინძლობს უსაფრთხოების რეგიონულ ექსპერტებს, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს. „ჩვენთვის პატივია, ვიყოთ ასეთი მაღალი რანგის საერთაშორისო კონფერენციის პარტნიორები. ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მიმზიდველი, სტაბილური საინვესტიციო გარემოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოება, დემოკრატია და მისი დასავლური მომავალი. მოხარული ვართ, რომ შეგვაქვს ჩვენი მოკრძალებული წვლილი ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის პროცესსა და ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებაში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. „2019-2010 წლების მიჯნაზე მსოფლიო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. სენატორ ჯონ მაკკეინის სულისკვეთების ერთგული კონფერენცია მსოფლიოს წამყვან მოაზროვნეებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, მათი ხშირად წინააღმდეგობრივი დღის წესრიგის და ხედვისგან დამოუკიდებლად, თავშეყრის საშუალებას აძლევს“,- განაცხადა კურტ ვოლკერმა, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა. „თბილისის საერთაშორისო კონფერენცია თავს უყრის მოკავშირეებს და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს წარმოაჩენს. აქ გამართული საუბრები და დაწყებული ურთიერთობები იმ მოქმედებისა და ინიციატივების იმპულსია, რაც „ასე მნიშვნელოვანია დღეს“,- განაცხადა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორმა და კონფერენციის მასპინძელმა, ნინო ევგენიძემ.
(R)
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური“ სანქციების პაკეტი გამოაცხადა
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)