|
2015-07-10 15:54:07, 607 ნახვა
საზოგადოება
ე.წ. მეტრომშენის კორპუსებიდან სოციალურად დაუცველებს ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს გამოცემული ბრძანების საფუძველზე ასახლებენ
ლოტკინზე, ზღვის უბნის ე.წ. მეტრომშენის კორპუსებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს 2008 წელს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე ასახლებენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ე.წ. მეტრომშენის კორპუსების ბინებს, სადაც სოციალურად დაუცველები ცხოვრობენ, მესაკუთრეები ჰყავს. სოციალურად დაუცველ ოჯახებთან კი, მერია ფართებით გამოყოფასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებს. „ქუჩაში არავის ყრიან და პოლიციის მხრიდან არანაირ ძალისმიერ მეთოდებს ადგილი არ აქვს. ეს ხდება 2008 წლის 747–ე ბრძანებით. მერია მათთან აწარმოებს მოლაპარაკებას ფართების გამოყოფასთან დაკავშირებით“, – აცხადებენ შსს–ში. ცნობისთვის, 2008 წელს „საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში შესული ცვლილების თანახმად, პირი, რომელიც სხვის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას იკავებს, გაფრთხილების შემთხვევაში ვალდებულია,დატოვოს. „ სავარაუდო ხელმყოფი ვალდებულია გაფრთხილების ჩაბარების შემდეგ შეწყვიტოს სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფა ან სხვაგვარად ხელშეშლა და გაიტანოს მისი მოძრავი ნივთები.“, – ნათქვამია ბრძანებაში. აღნიშნულ ბრძანებას 2008 წელს , მაშინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი აწერს.
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)