|
2015-07-10 11:48:07, 470 ნახვა
საზოგადოება
ხაშურში საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის ახალგარემონტებული ოფისი გაიხსნა
ხაშურში, საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის ახალგარემონტებული ოფისი გაიხსნა. ღონისძიებას საჯარო რეესტრის თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ახალი ოფისი აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, საოფისე ინვენტარითა და ინტერნეტით. დანერგილია ყველა ელექტრონული პროგრამა, რაც სარეგისტრაციო სამსახურში მისულ მოქალაქეებს საჯარო რეესტრის ნებისმიერი მომსახურებით სწრაფად, მარტივად და კომფორტულად სარგებლობის საშუალებას აძლევს. სარეგისტრაციო სამსახურში ასევე განთავსებულია საქართველოს ბანკის მოლარე ოპერატორები, რომლებიც მოქალაქეებისგან ადგილზე იღებენ სარეგისტრაციო მომსახურებისთვის კანონით დაწესებულ საფასურს და მოქალაქეს აღარ უწევს საფასურის გადასახდელად შენობიდან საბანკო დაწესებულებაში გასვლა. „სარეგისტრაციო სამსახურების რეკონსტრუქციისას განსაკუთრებულ ყურადღებას მოქალაქეთა მომსახურების დახვეწაზე ვამახვილებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქემ მომსახურება კომფორტულ გარემოში მიიღოს და ასევე სააგენტოს მომსახურე პერსონალს მუშაობისთვის ხელსაყრელი პირობები ჰქონდეს შექმნილი. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტო, საკუთარი ფინანსური რესურსით აგრძელებს ტერიტორიული სამსახურების სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, რომლის დასრულებაც 2016 წლის ბოლომდე ვგეგმავთ“, - განაცხადა საჯარო რეესტრის თავჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ. ხაშურის სარეგისტრაციო სამსახური ჩართულია საჯარო რეესტრის ერთიან კომპიუტერულ ქსელში. შესაბამისად, მოქალაქეებს უძრავი ქონების რეგისტრაცია, საქართველოს ნებისმიერ რაიონში, ქალაქიდან გაუსვლელად შეუძლიათ. საჯარო რეესტრის ხაშურის სარეგისტრაციო სამსახური ქალაქის ცენტრში, მისამართზე გ.ტაბიძის ქ. 2 -შია განთავსებული.
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)