|
2015-07-09 19:19:52, 647 ნახვა
საზოგადოება
ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდში გამართულ შეხვედრაზე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის იურიდიული დახმარების გაწევის საკითები განიხილეს
“ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში“ გამართულ შეხვედრაზე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის იურიდიული დახმარების გაწევის საკითხები განიხილეს. შეხვედრას სახელმწიფო ფონდის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ლაშა ჯინჯიხაძე, და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, მელიტონ ბენიძე დაესწრნენ.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის სფეროში დაგროვილი გამოცდილება და განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები მსხვერპლთათვის სამართლებრივი დახმარების გაწევის საკითხში. დღესვე, მელიტონ ბენიძემ სახელმწიფო ფონდს გადასცა შემეცნებითი ხასიათის საბავშვო ლიტერატურა, რომელიც სახელმწიფო ფონდის თავშესაფრებში განაწილდება.
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)