|
2015-07-02 09:39:29, 804 ნახვა
საზოგადოება
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2015 დღეს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. აბიტურიენტები საქართველოს მასშტაბით არსებულ 19 საგამოცდო ცენტრში ერთდროულად გაივლიან საგამოცდო პროცესს. განათლებისა და მეცნიიერების სამინისტროს ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრები 11 დიდ ქალაქშია გახსნილი და ყველაგან შექმნილია შესაბამისი გარემო აბიტურიენტების მისაღებად, მობილიზებულია ყველა აუცილებელი სამსახური, რომელიც უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 40 000 - მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული, თუმცა გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, დაახლოებით 1 300 მეთორმეტეკლასელი პროცესს გამოეთიშა. მათ ატესტატის აღება ვერ მოახერხეს. გამოცდებისთვის რეგისტრირებულ აპლიკანტთა რაოდენობა ასეთია: ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულია 40 000-მდე აბიტურიენტი, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის 4 000-ზე მეტი სტუდენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 12 500-ზე მეტი კანდიდატი, ხოლო პედაგოგთა საგნობრივ გამოცდაზე რეგისტრირებულია 17 000-ზე მეტი პედაგოგი. აბიტურიენტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა, საგამოცდო ბარათი, სურვილის შემთხვევაში პლასტმასის ბოთლით წყალი და პირადი ჰიგიენის ნივთები.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)