13:24 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-07 12:10:19, 262 ნახვა

საზოგადოება
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს

ქვეყანაში რამდენიმე ადგილას არასახიფათო ნარჩენების განთავსების რეგიონული ობიექტების (ნაგავსაყრელის) მშენებლობის/მოწყობა იგეგმება. ივანიშვილის მთავრობის 23 ივნისის განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, რეგიონული ნაგავსაყრელები საპროექტო ზონიერების დაცვით უნდა მოეწყოს საქართველოს შემდეგ რეგიონებში: კახეთი; შიდა ქართლი – მცხეთა-მთიანეთი; იმერეთი – რაჭა-ლეჩხუმი – ქვემო სვანეთი; სამცხე-ჯავახეთი. 

განკარგულების მიხედვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს რეგიონული დაგეგმვის პრინციპების დაცვით შერჩეულ საქართველოს ცალკეულ მუნიციპალიტეტებში ახალი და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი არასახიფათო ნარჩენების განთავსების რეგიონული ობიექტების (ნაგავსაყრელის) მშენებლობისთვის/მოწყობისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება.

ასევე, შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით, 4 რეგიონული ობიექტისა და თანმხლები ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების კომპლექსის მშენებლობისთვის/ მოწყობისთვის აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება 2030 წლის 1 იანვრამდე უნდა უზრუნველყოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მონაკოში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების საქმეზე ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევის მახლობლად იპოვეს
ფატიმა კარიმოვას მკვლელობის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქეს ბრალი წარედგინა
დონალდ ტრამპი ევროპაში ამერიკული ჯარების მესამედით შემცირებას გეგმავს
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხე გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics