|
2019-02-27 13:41:14, 1312 ნახვა
პოლიტიკა
არველაძე: უმრავლესობის დატოვებას არ ვაპირებ - თუმცა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წინააღმდეგი ვარ
საპარლამენტო უმრაველობის წევრის, რევაზ არველაძის თქმით, ის „ქართული ოცნების“ დატოვებას არ აპირებს, თუმცა უმრაველოსობის მხრიდან დეპუტატ ეკა ბესელიასთანაც თანამსრომლობას არ გამორიცხავს. მისივე თქმით, ეკა ბესელიას წასვლა, მისგან ნებისმიერ საკითხზე ოპონირებას მმართველი გუნდის მიმართ, არ გულისხმობს. „მე არ ვაპირებ, რა თქმა უნდა, არც უმრავლესობის, არც ფრაქციის, არც პარტიის. თუმცა თანამშრომლობას მე არავისთან არ გამოვრიცხავ. ეკა ბესელიას გასვლა არ ნიშნავს იმას, რომ ის ჯიბრში ჩაუდგება უმრავლესობას. მას ჰქონდა პოზიცია, რომელიც დაკავშირებული იყო მოსამართლეების არჩევასთან და ამის გამოც მოხდა მისი გასვლა, მაგრამ სხვა საკითხები, რომელშიც თანხვედრა იქნება , რატომ არ შეიძლება მასთან თანამშრომლობა?! რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებით ყველანაირად, თუ საკითხები თანხვედრაში იქნება უმრავლესობის პოზიციებთან. ჟურნალისტების კითხვაზე, თუ არსებობს საკითხები, რაზეც თავად არ ეთანხმებ მმართველ გუნდს, დეპუტატმა უპასუხა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოშუ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წინააღმდეგია. მე დაწყებული 2017 წლის იანვრიდან, როდესაც დაიწყო საკონსტიტუციო უმრავლესობამ მუშაობა და კონსტიტუციაში იწერებოდა უვადოდ დანიშვნა, იქიდანვე წინააღმდეგი ვიყავი რომ მოსამართლეები დანიშნულიყვნენ უვადოდ. უმრავლესობის ბევრი წევრი არის სხვა პოზიციაზე. მე ამ პოზიციაზე ახლაც ვრჩები, თუმცა კიდევ ვამბობ, როდესაც უმრავლესობა რაღაცას გადაწვიტავს, შენც ან უნდა დაეთანხმო ან უნდა, როგორც გააკეთეს, გახვიდე უმრავლესობიდან“, -აღნიშნა რევაზ არველაძემ.
კიევზე ბალისტიკური რაკეტების იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე ბალისტიკური რაკეტების იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)