20:53 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-31 19:45:06, 248 ნახვა

ეკონომიკა
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე

"იმის გათვალისწინებით, რომ გასულ კვირას მომხდარი ქვეყნის ელექტრომომარაგების სრული შეწყვეტის თუნდაც ერთ-ერთ მიზეზად, ენერგო-პრო ჯორჯიას კუთვნილი 110 კილოვოლტიანი ხაზი „გეგუთი“ გაჟღერდა, თავს ვალდებულად ვთვლი გავაკეთო კომენტარი“, – აცხადებს "ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ბოცვაძე.

მისი თქმით, ცალსახაა, რომ გამანაწილებელი კომპანიის რომელიმე ხაზის გათიშვამ, ვერ და არ უნდა გამოიწვიოს ქვეყნის გადაყვანა ავტონომიურ რეჟიმში, მეზობელ ქვეყანასთან არსებული, პარალელური რეჟიმიდან ჩახსნა და ქვეყნის სრული გათიშვა.

"ყოველწლიურად ათობით და შესაძლოა ასობით გათიშვაც კი დაფიქსირდეს კომპანიის კუთვნილ მაღალი ძაბვის ხაზებზე, მაგალითად გასული 18 თვის განმავლობაში, იმავე რეგიონში არსებული ხაზები 11 ჯერ გაითიშა, თუმცა ამას რა თქმა უნდა არ გამოუწვევია 11 ე.წ. ბლექაუთი და არც უნდა გამოეწვია“, - ამბობს "ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.

"აქვე საგულისხმოა, რომ 32 საათის განმავლობაში დაფიქსირდა 2 ბლექაუთი, თუმცა მეორე შემთხვევაში "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზი ვერსიადაც კი არ სახელდება. ალბათ სასურველია ამ ორივე შემთხვევის ერთად განხილვა და დადგენა იმ მიზეზების, რაც ორივე შემთხვევაში მეორდება, ვფიქრობ, სწორედ ეს გამაერთიანებელი გარემოებები განსაზღვრავს შეფერხების რეალურ მიზეზებს“,- თქვა ბოცვაძემ

მისივე განცხადებით, რა თქმა უნდა რეალური ვერსიის დიდი ნაწილი გამოკვეთილია "თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ვინმესკენ ხელს გავიშვერთ, პირიქით, ამ რთულ ვითარებაში, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ დარგში მოღვაწე ყველა პატიოსან პროფესიონალს, სწორედ მათი შრომით მიიღწევა ის მომსახურების ხარისხი, რაც არსებობს, მიუხედავად არცთუ სახარბიელო ინფრასტრუქტურისა“, - ამბობს მიხელ ბოცვაძე.

ბოცვაძე აღნიშნავს, რომ მთავარია სასწრაფოდ უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რომ ბლექაუთი კიდევ არ განმეორდეს, თუმცა, რა თქმა უნდა განსახორციელებელ ქმედებებში, გამანაწილებელი კომპანიის როლი კვლავ მინიმალურია.

"რაც შეეხება უკვე მომხდარს, დაველოდებით მოკვლევებს, კომისიის დასკვნას თუ გამოძიების შედეგებს, რამაც საბოლოოდ პასუხები უნდა გასცეს ყველა დასმულ კითხვას“, - განაცხადა მიხეილ ბიცვაძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics