|
2019-02-26 18:27:12, 1298 ნახვა
პოლიტიკა
ზარდიაშვილი - ჩინჩალაძესთან ზუსტად ისეთივე ურთიერთობა მაქვს, როგორც ბესელიას ზაზა მეიშვილთან და ნონა წოწორიასთან
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის თქმით, ის მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძესთან მეგობრობს, თუმცა მისი თქმით, ეს არ არის დანაშაული. დეპუტატის განმარტებით, საპარლამენტო უმრავლესობაში მიმდიანარეობს პოლიტიკური პროცესი, რომელიც ჯერაც გრძელდება. „ჩინჩალაძესთან მაქვს ზუსტად ისეთივე ურთიერთობა, როგორც ქალბატონ ეკა ბესელიას აქვს ზაზა მეიშვილთან და ქალბატონ ნონა წოწორიასთან. სამწუხაროდ, ამა თუ იმ პირთან მეგობრობა დანაშაული აღმოჩნდა, რატომღაც, ამ ორომტრიალში და ხმამაღალ განცხადებებში იკარგება ის ინფორმაცია, რომ ქალბატონი ეკას შვილის ნათლია არის ზაზა მეიშვილი, რომელიც სისხლის სამართლის პალატას ხელმძღვანელობდა 10 წლის განმავლობაში. ქალბატონი ეკას ბავშვის ნათლიაა და უახლოესი მეგობარი ქალბატონი ნონა წოწორია, რომელიც ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო. არ ვფიქრობ, ეს ცუდია, რომ ისინი მეგობრობენ. უბრალოდ, ცუდი არ არის ეკასთვის და ჩემთვისაა, მე მაგ პასუხს ვერ ვპოულობ, რამდენად სამართლიანი მიდგომაა“, - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.
კიევზე ბალისტიკური რაკეტების იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე ბალისტიკური რაკეტების იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)