|
2019-02-25 15:43:44, 1242 ნახვა
პოლიტიკა
კაპანაძე: საუბარი რომ უმრავლესობიდან გამოყოფილი დეპუტატები ოპოზიცია გახდებიან, გადაჭარბებულია
„ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე დეპუტატების მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას „ქართულ ოცნებაში“ არსებულ „შიდა კინკლაობად“ აფასებს. მისი თქმით, აღნიშნული დეპუტატების ხელისუფლებიდან გამოყოფა მათ მიმართ ოპონირებას არ ნიშნავს. „გადაჭარბებულია იმაზე საუბარი, რომ ახლა უმრავლესობიდან გამოყოფილი დეპუტატები, ვინც არ უნდა იყოს ის დეპუტატი, გახდება ოპოზიცია. იმიტომ, რომ ჩემთვის ოპოზიციონერობის მთავარი კრიტერიუმი და ტესტი არის, რამდენად უნდა ოპოზიციას ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა და არცერთი იმ ადამიანთაგანი, რომელიც გამოეყო ახლა „ქართულ ოცნებას“, არ აპირებს და არ საუბრობს და არ არის მოწოდებული იმაზე, რომ შეიცვალოს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება. ეს არის შიდა კინკლაობა, ეს არის რეალურად მცდელობა იმისა, რომ ერთმა ჯგუფმა მეორეს ხარჯზე მოიპოვოს გავლენა ივანიშვილის კარზე. ამიტომ, ამის შეფასება, როგორც ოპოზიცია, როგორც გამოყოფა და სერიოზული ძალის შექმნა, მგონია, რომ არის გადაჭარბებული“, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
კიევზე ბალისტიკური რაკეტების იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე ბალისტიკური რაკეტების იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)