|
2019-02-22 19:30:16, 1353 ნახვა
პოლიტიკა
ანა დოლიძე: მურუსიძე-ჩინჩალაძემ რომ მოინდომონ, იუდა ისკარიოტელსაც დანიშნავენ სასამართლოში
მურუსიძე-ჩინჩალაძემ რომ მოინდომონ, იუდა ისკარიოტელსაც დანიშნავენ სასამართლოში, - ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ ჟურნლაისტებს განუცხადა. ანა დოლიძის თქმით, სასამართლოების შესახებ არსებული კანონპროექტი სასამართლო სიტემაში არსებულ „კლანზეა“ მორგებული. „ირაკლი კობახიძემ კანონპროექტი დაუწერა „კლანს“. კანონპროექტი საერთოდ არ ითვალისწინებს რომელიმე პრინციპულ მოსაზრებას, რომელიც აქამდე ჰქონდა საზოგადოებას, ჩვენ ან ოპოზიციას. ეს კანონპროქტი თავიდან ბოლომდე მორგებულია მურუსიძე-ჩინჩალაძის ინტერესებს ისე, რომ ჭიანჭველაც ვერ შევა უზენაეს სასამართლოში, თუ არ იქნება მათი ხელდასმა და დალოცვა. მთავარი მოთხოვნა აქ არის, რომ მოსამართლეების დანიშვნას არ წყვეტდეს უმრავლესობა, რომელიც უკვე არსებობს საბჭოში ანუ უმცირესობასაც მიეცეს რაიმე ძალაუფლება, დღეს ეს ძალაუფლება არ გვაქვს და მურუსიძე-ჩინჩალაძე გითხარით, რომ იუდა ისკარიოტელი რომ მოინდომონ, იმასაც დანიშნავენ“, - აღნიშნა ანა დოლიძემ. ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციების და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)