|
2019-02-20 14:28:38, 1092 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინეთის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციისა და მისი გამოძიების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი პირები ეწვივნენ. დელეგაციას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ფინეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში. ნინო ჯავახაძემ ფინურ მხარესთან საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ დელეგაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სისტემური განახლების ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა შვედეთში საქართველოს პოლიციის ატაშეს მიერ ფინეთის რესპუბლიკის დაფარვის თაობაზე საქართველოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ვიზიტის ფარგლებში, ფინეთის რესპუბლიკის დელეგაციამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებსა და წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა. მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს საპოლიციო სტრუქტურული მოწყობა, ფუნქციები და მუშაობის მეთოდები, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის საუბარი შეეხო კიბერ-დანაშაულის გამოძიების კუთხით გამოცდილების გაზიარებას. ვიზიტის ფარგლებში ფინეთის დელეგაციამ დაათვალიერა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ერთ–ერთი რაიონული განყოფილება.
(NS)
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)