|
2019-02-20 12:59:52, 1210 ნახვა
პოლიტიკა
ბესელიას განცხადებით, „ოცნების“ პოლიტსაბჭოს არგუმენტები, რის გამოც მის ინიციატივას მხარს არ უჭერენ, არასწორია
„არასწორია ინფორმაცია, რომ უმრავლესობისთვის არ იყო ცნობილი ამ ინიციატივის მომზადების თაობაზე“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას, რომელიც დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გააცნო. ბესელიას განმარტებით, მან საკითხი გუნდში ორჯერ დააყენა და იდეას გუნდის ყველა წევრი დაეთანხმა. მისივე თქმით, არასწორია ასევე პოლიტსაბჭოს არგუმენტი, რომ მისი ინიციატივა მოსამართლეთა რაოდენობის შემცირებას ითვალისწინებს. „მე ორჯერ დავაყენე მათ შორის ბოლო სხდომაზე საკითხი უვადოდ მოსამართლეთა გამწესების შეჩერებას დაუჭერდით თუ არა მხარს, იდეას დაეთანხმა ყველა. რაც შეეხება მეორე არგუმენტს, რომ ეს შეამცირებს მოსამართლეთა რაოდენობას ეს არ არის სწორი. სამწუხაროდ უმრავლესობის შიგნით და უმრავლესობისა და ფრაქციის შიგნით რომ არ მოხდა ამ დრომდე პროექტზე მსჯელობა, აი ეს იწვევს ასეთ არასწორ ინტერპრეტაციებს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ მოსამართლეები უნდა შევამციროთ, მე ვუჭერ მხარს იდეას, რომ მოსამართლეთა რაოდენობა გაიზარდოს და გაიზარდოს მნიშვნელოვნად, მაგრამ ასევე ვუჭერ მხარს, რომ სასამართლოს არსებული შემადგენლობა უნდა განახლდეს და უნდა შეიცვალოს. კიდევ ერთი, ჩვენ არ ვამბობთ ამ პროექტით, რომ ახალი მოსამართლეების შემოსვლა, სამი წლით გამწესება შეუძლებელია“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოსამართლეთა დანიშვნის თაობაზე გუნდის ცალკეული წევრების, მათ შორის ეკა ბესელიას მიერ მომზადებულ ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს. პოლიტსაბჭოს შეფასებით, კანონპროექტი გუნდთან შეთანხმების გარეშე მომზადდა და საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)