07:51 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-19 16:47:43, 1491 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - იმისთვის, რომ საფრანგეთი გახდეს შუამავალი რუსეთთან, თანხმობა მეორე მხრიდანაც უნდა იყოს

„იმისთვის, რომ საფრანგეთი გახდეს შუამავალი რუსეთთან, უნდა იყოს მეორე მხრიდანაც თანხმობა, რის არსებობაშიც დღეს დარწმუნებული არ ვარ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზში, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა,  საფრანგეთის მხრიდან არის მზადყოფნა, რომ რუსეთს აღებული ვალდებულებები შეახსენოს.

„საფრანგეთი არამხოლოდ განცხადებებს აკეთებს, არამედ ის მუდმივად იმეორებს, რომ ჩვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ცნობს და გვეხმარება არაღიარების პოლიტიკაში. განცხადებების იქით, ასევე არის მზადყოფნა, რომ რუსეთს თავისი ვალდებულებები ყველანაირად გაახსენოს იმ ფორმატში და იმ მომენტში, როდესაც ამის საშუალება მიეცემა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics