|
2019-02-19 15:14:26, 1568 ნახვა
პოლიტიკა
ემანუელ მაკრონი ზურაბიშვილზე: დღეს ვხვდები სახელმწიფოს მეთაურს, რომელიც შესანიშნავი ფრანგი დიპლომატი იყო
ელისეს სასახლეში საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტების სალომე ზურაბიშვილისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის დეკლარაციას "დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის" დაფუძნების შესახებ, რომელიც სხვადასხვა სფეროში, მათ შორის თავდაცვით საკითხებში, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას ითვალისწინებს. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ემანუელ მაკრონმა ქართველ კოლეგას არჩევნებში გამარჯვება პირადად მიულოცა და აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო კამპანია რთული, იყო თუმცა სალომე ზურაბიშვილმა მას თავი გაართვა. "მადლობელი ვართ საქართველოსი, რომ დაგვიბრუნდით, რათა ჩვენი კავშირების ახალი გვერდი დაიწეროს. 14 თუ 15 წლის წინ ამ შენობაში ჩვენმა წინამორბედებმა გადაწყვიტეს, რომ თქვენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გახდებოდით. მივესალმები თქვენს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. წინასაარჩევნო კამპანია არ იყო შეფერხებების გარეშე, თუმცა ბოლომდე მიიყვანეთ ის თქვენი მტკიცე განწყობით. ვიცი, რომ საკმაოდ რთული იყო წინასაარჩევნო კამპანია, მაგრამ თქვენ შესანიშნავად გაართვით თავი, არ შეგიცვლიათ თქვენი პოზიციები, ბრძანდებით ერთგული თქვენი ქვეყნის და გამოძრავებთ ევროპული ღირებულებები, რაც თანმდევია თქვენს კარიერაში. გქონდათ არაჩვეულებრივი, წარმატებული დიპლომატიური კარიერა საფრანგეთში, რომელიც ბევრ მეტყველებს იმ მეგობრობაზე, იმ დამოკიდებულებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით გაქვთ და რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის", - განაცხადა მაკრონმა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)