|
2019-02-19 12:03:11, 1042 ნახვა
პოლიტიკა
ვაზილ ჰუდაკი - საქართველო დინამიურად ვითარდება და რეგიონში ლიდერია
„საქართველო დინამიურად ვითარდება და რეგიონში ლიდერია“, - ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსით (250 მლნ ევრო) განხორციელდება პროექტები, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს, ევროპას კიდევ უფრო დაუახლოვდეს. „მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ ევროკავშირის ფინანსური ინსტრუმენტი და ჩვენი საქმიანობა ადასტურებს იმას, რომ საქართველო არის უფრო დიდი ევროპული სივრცის ნაწილი. 250 მილიონი ევროს გამოყოფა ახალი გზების მშენებლობისთვის, არსებულის რეაბილიტაციისთვის, ევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოებისთვის, რომელიც არის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის განვითარება, ეს საშუალებას მისცემს საქართველოს, რომ ევროპას უფრო და უფრო დაუახლოვდეს და მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, მისი პოტენციალი გამოიყენოს ევროპის და აზიის დასაკავშირებლად. ჩვენ დიდი სიხარულით ვერთვებით ამ კლასიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ვეხმარებით მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც გამოისახება გზების, რკინიგზის განვითარებით. გვინდა, კიდევ უფრო მეტი აქცენტი გავაკეთოთ პროგრამულ უზრუნველყოფაზე, პრემიერმა ბრაძანა, რომ ინოვაციები და ტექნოლოგიები არის საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი, ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია ქვეყანას ამ მიმართულებით. საქარველო რეგიონში ინოვაციური ლიდერია. აქედან გამომდინარე, დიდი სიხარულით ვერთვებით ამ ინიციატივაში და მომავალში უფრო მეტად დავეხმარებით ინვესტიციებს ევროკავშირის სამეწარმეო სუბიექტების ჩართულობას საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში და ევროკავშირი-საქართველოს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობაში“, - განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა. შეგახსენებთ, დღეს საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის სესხის სახით 250 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნული თანხა რუსთავი-წითელი ხიდისა და რუსთავი-სადახლოს მაგისტრალის მშენებლობა/რებილიტაციას მოხმარდება.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)