|
2019-02-18 15:58:30, 1405 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში იბარებს
"ევროპული საქართველო" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს პარლამენტში იბარებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საბანკო სესხებზე ამოქმედებული ახალი რეგულაციები მოსახლეობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. „ჩვენი, როგორც საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნააა, პირველი, პარლამენტში დღეს არსებული რეგლამენტის და ფორმატის ფარგლებში მობრძანდეს პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ჩააბაროს ანგარიში პარლამენტს და საზოგადოებას, რა შედეგები მოიტანა მის მიერ შემოღებულმა საბანკო რეგულაციების შეზღუდვამ. მეორე, გაუქმდეს შემოღებული რეგულაციები, ჩვენ ოფიციალურად ვაყენებთ ამ საკითხს. გაუქმდეს ეს რეგულაციები, ვინაიდან, ეს შეზღუდვა ემსახურება არა ჭარბვალიანობის აღმოფხვრას, არამედ ემსახურება ქვეყანაში ეკონომიკის შეჩერებას, უმუშევრობის ზრდას და ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუარესებას“, - განაცხადა ბაქრაძემ.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)