|
2019-02-14 17:21:37, 1372 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია: თუ ოხანაშვილი ზარდიაშვილთან უფრო ანგარიშვალდებულია, ვიდრე ივანიშვილთან, ერთმანეთში გაარკვიონ
უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიამ თქმით, სასამართლო სისტემაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მოსამართლეთა უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით შეჩერების მექანიზმი უნდა ამოქმედდეს. მისი თანამოაზრეების საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე საპასუხად დეპუტატი განმარტავს, რომ კანონპროექტი აუცილებელია უმოკლესს ვადებში განიხილონ. „ვინც ამბობს, რომ არ სმენია ამ ინიციატივის შესახებ, არ არის გულწრფელი. ამ ინიციატივაზე მე ორჯერ ვისაუბრე უმრავლესობის სხდომაზე, მე დავსვი ეს საკითხი ორჯერ და ორივეჯერ პარტიის თავმჯდომარე მას დაეთანხმა. თუ ახლა ანრი ოხანაშვილი ზარდიაშვილთან უფრო მეტად ანგარიშვალდებულია, ვიდრე პარტიის თავმჯდომარესთან, ეგ მათ გაარკვიონ ერთმანეთში, ეს არ არის ჩემი გასარკვევი თემა. ჩვენ თავად ჩვენს გადაწყვეტილებაზე გეტყვით მაშინ, როგორც კი ამ გადაწყვეტილებას ჩვენ მივიღებთ. ამ გადაწყვეტილების ფორმირების თუ მიღების პროცესში ვართ, თუ როგორ ვხედავთ საკუთარ თავს, ამ იდეებისთვის ბრძოლად როგორ ვაგრძელებთ, ამას ჩვენ აუცილებლად გეტყვით უახლოეს პერიოდში“, - აღნიშნა ბესელიამ.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)