15:00 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-13 15:28:31, 931 ნახვა

საზოგადოება
ბახტაძე: 211 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართობები უსასყიდლოდ გადაეცემა

მთავრობის განკარგულებით, 211 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართობები უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დევნილები საცხოვრებელ ფართობებს თბილისში, ფოთში, გორში, ბათუმში, ზუგდიდში, კახეთსა და ქვემო ქართლში მიიღებენ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე მთავრობის განკარგულებით საცხოვრებელი ფართობები უკვე 17 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს  დაუკანონდა.

მამუკა ბახტაძის თქმით, დევნილებისთვის საცხოვრებლების დაკანონება მომავალშიც გაგრძელდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გიორგი ჩიკვაიძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთი მის მიერ დაწყებულ ომში მარცხდება
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics