15:41 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-20 14:48:00, 259 ნახვა

პოლიტიკა
ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთი მის მიერ დაწყებულ ომში მარცხდება

რუსეთი მის მიერ დაწყებულ ომში მარცხდება, - ასე ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევზე რუსეთის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ იერიშს.

„რუსეთი მის მიერ დაწყებულ ომში მარცხდება და ამისთვის საპასუხო დარტყმებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ახორციელებს“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.

მისი თქმით, ევროკავშირი წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან ერთად უკრაინის ანტიბალისტიკური შესაძლებლობების მხარდასაჭერად მუშაობს.

„იმიტომ, რომ უკრაინას ყველა საშუალება ჰქონდეს, რათა ადამიანების სიცოცხლის დაკარგვა აიცილოს. ეს ყველაზე სასწრაფო პრიორიტეტია“, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, 20 აგვისტოს ღამეს რუსებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
გიორგი ჩიკვაიძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთი მის მიერ დაწყებულ ომში მარცხდება
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics