15:40 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-13 11:25:00, 877 ნახვა

საზოგადოება
ქვემო ქართლში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების  ფაქტი გამოავლინეს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ წალმიანში, გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე, 13 ერთეული კაკლის სახეობის მორი იყო განთავსებული. მძღოლმა ვერ წარმოადგინა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. 

გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხამ 3693 ლარი შეადგინა, რაც მნიშვნელოვანი ზიანის კატეგორიას განეკუთვნება და შესაბამისად, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით,  შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაბნის პოლიციის რაიონულ სამმართველოში გადაიგზავნა.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გიორგი ჩიკვაიძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთი მის მიერ დაწყებულ ომში მარცხდება
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics