15:40 - 20 Aug, 2026
|
2019-02-12 17:22:37, 843 ნახვა
საზოგადოება
ვახუშტის ხიდზე მოძრაობა შეიზღუდება
ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 თებერვალს, 14:00 საათიდან 15:00 საათამდე, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით და სამუშაოების სირთულის გათვალისწინებით, ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)